fbpx

QUICK CONTACT

ვოლტი
ვოლტი

ვოლტი

პირველი შემთხვევა არ არის, რაც McCann Tbilisi-სა და ცნობილ გლობალურ ქსელ Wolt-ს შორის საინტერესო და ნაყოფიერი თანამშრომლობა შედგა. ამჟამად, Wolt-ს სურდა მკაფიო მესიჯი ჰქონდა, რომ ის, კონკურენტებთან შედარებით, საქართველოში ყველაზე სწრაფი მიწოდების სერვისია.

ასე რომ, McCann Tbilisi-ის გუნდმა სატელევიზიო რეკლამა შექმნა, სადაც სიტყვა „სწრაფის“ ყველა ქართული სინონიმი  ვოისოვერში გაჟღერდა.

გამხმოვანებელმა (მსახიობმა)  VO (ვოისოვერი) ისე რიტმულად ჩაწერა, რომ ის რეკლამის სწრაფ სცენებს და საერთო დინამიკას შეუფერხებლად ერწყმის.

ასევე, ვიდეო რგოლში შექმნილი დამატებითი ვიზუალური ფენა, ხაზს კიდევ ერთხელ  უსვამდა, რომ Wolt-ი ყველაზე სწრაფი მიწოდების სერვისია:  ვიდეო რგოლში შექმნილი სხვადასხვა შემთხვევითი სიტუაციები გვაჩვენებს,  რომ პერსონაჟები შეკვეთებს ღილაკზე თითის დაჭერისთანავე იღებენ; ზოგიერთ სცენაში Wolt-ის კურიერი მომხმარებელს შეკვეთას გაყოფილი ეკრანიდან გადასცემს.

თავად წარმოების პროცესი ისეთივე სწრაფი არ ყოფილა, როგორც Wolt-ის კურიერი ბიჭები არიან, თუმცა ამას თავისი მიზეზები ჰქონდა – არავის სურდა კონცეპტუალური ვიდეოს ხარისხის გაფუჭება დროის მოგების ხარჯზე. ჰოდა, ასე მივიღეთ ჰიმნი, მსოფლიოში ყველაზე სწრაფი კურიერებისთვის.