fbpx

QUICK CONTACT

სარეკლამო კომპანია UM Georgia აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედია მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია–მოვალეობები:

•  კლიენტებთან ყოველდღიური კომუნიკაცია

•  სოც მედია კამპანიის დაგეგმვა და მართვა/ადმინისტრირება

•  სოციალური მედია შეთავაზებების წარდგენა და პრეზენტაცია კლიენტთან

•  კრეატიული/ვიზუალური მასალის დამზადების პროცესში კრეატიულ გუნდთან მუშაობა

•  ვიზუალური/ვიდეო და სხვა ტიპის ციფრული კონტენტის მომზადების პროცესის მონიტორინგი / უზრუნველყოფა;

•  პერიოდული კონტენტ გეგმის კლიენტთან შეთანხმება;

•  ედვერთაიზინგი

•  კამპანიის შემდგომ რეპორტების მომზადება

•  მიმდინარე კამპანიების ოპტიმიზაცია

✓  ხარჯების ანალიზი და კორექტირება მიმდინარე კამპანიებზე საუკეთესო შედეგების მისაღებად;

✓  რეკლამის ტიპების/რაოდენობის განსაზღვრა კამპანიებისთვის საუკეთესო შედეგების მისაღწევად;

✓  დასრულებული კამპანიების ანალიზი და რეპორტინგი კლიენტთან/ხელმძღვანელთან.

ვაკანტურ პოზიციაზე საჭირო პიროვნული უნარები

✓ შემოქმედებითი აზროვნების უნარი

✓ ორგანიზებულობა და დროის მენეჯმენტის უნარები

✓ პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

✓ სწრაფი ათვისების უნარი

✓ დეტალებზე ორიენტირებული

განათლება
✓ ბაკალავრის ხარისხი აკრედიტებული უნივერსიტეტიდან (სასურველია მარკეტინგის მიმართულებით)

ვაკანსიაზე საჭირო სამუშაო გამოცდილება
✓ სარეკლამო ბიზნესში ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება

პოზიციისთვის საჭირო უცხო ენების ცოდნა
✓ ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.

 

დამატებითი ინფორმაცია:

ანაზღაურება: 900 – 1100 GEL (ხელზე ასაღები)

სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი