fbpx

QUICK CONTACT

Apple Pay
Apple Pay
Apple Pay

Apple Pay

Apple Pay

2019 წლის სექტემბერში Apple Pay საქართველოს ბაზარზე შემოვიდა. საჭირო იყო, რომ მომხმარებელს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ლიდერ ბრენდ Mastercard-სა და ქვეყანაში მობილურით გადახდების მეთოდს შორის, კავშირის შესახებ სცოდნოდა.

Mastercard-მა, რეგიონში პირველმა შემოიტანა გადახდის ეს ინოვაციური მეთოდი და შესაბამისად, ჩვენი ამოცანა მოსახლეობაში ცნობადობის გაზრდა და მიზნობრივი აუდიტორიის მოცვა იყო.
მომხმარებლებს მხოლოდ Mastercard-ით და Apple Pay-ით უნდა გადაეხადათ და ყოველგვარი დამატებითი პირობების გარეშე, უამრავი სასიამოვნო სიურპრიზი მიეღოთ, როგორიცაა ფასდაკლება, დამატებითი საჩუქრები და ა.შ. კამპანიას მომხმარებლის მხრიდან დიდი გამოხმაურება და ინტერესი მოჰყვა.

ჩვენ, სხვადასხვა სახის კონტენტი და სარეკლამო კამპანიები მოვამზადეთ, დაწვრილებით ავხსენით გადახდის მეთოდის ყველა უპირატესობა და გამოყენების წესი. რეკლამები განთავსდა სოციალურ მედიაში, გუგლში, ადგილობრივ პოპულარულ ვებსაიტებზე, გარე ბანერებზე, ციფრულ ბანერებზე, რადიოში.

ქართული საზოგადოება ამ სიახლეს დიდი ხნის მანძილზე ელოდა და ძალიან ბედნიერი იყო, რომ შესაძლებლობა მიეცა თავადაც გამოეცადა გადახდის კომფორტული მეთოდი.