fbpx

QUICK CONTACT

კოკა-კოლა Energy
კოკა-კოლა Energy

კოკა-კოლა Energy

2019 წლის სექტემბერში კოკა-კოლამ ქართულ ბაზარზე ახალი ენერგეტიკული სასმელი გამოუშვა.

ახალი სასმლის კონცეფცია იყო: „ენერგია, რომელსაც ეძებ, გემო რომელიც გიყვარს“.

კამპანიის დროს, UM Georgia-მ იმუშავა, რომ პროდუქტის შესახებ, რაც შეიძლება დიდი აჟიოტაჟი (ხმაური) ატეხილიყო, ადგილობრივი მოსახლეობას სასმელი მარტივად გამოერჩია სხვა პროდუქტისაგან და ავტომატურად დაეკავშირებინა პოზიტიურ ენერგიასთან.

კამპანია, რომელზეც ჩვენმა გუნდმა იმუშავა, სოციალურ მედიაში ჩაეშვა, როგორც საცეკვაო გამოწვევა და მასში ცნობილი ქართველი მოცეკვავეები და ინფლუენსერები იყვნენ ჩართულები.

ჩვენ გადავიღეთ ვიდეოები, თუ როგორ იწყებენ ინფლუენსერები ცეკვას მუსიკაზე, რათა გაგვემტკიცებინა კავშირი, რომ „კოკა-კოლას ენერგია = პოზიტიურ ენერგიას“

მუსიკა და ქორეოგრაფია სპეციალურად პროდუქტისთვის შეიქმნა. სოციალურ ქსელებში ყველა ვიდეოს გასაერთიანებლად გამოვიყენეთ ჰეშტეგი #განეწყვეენერგიისთვის.

კამპანიის ბოლოს, რეალურმა შედეგებმა (reach and impressions) დაგეგმილს სამჯერ გადააჭარბა.