UM Georgia-ს და McCann Tbilisi-ის თანამშრომლობის შედეგად, Fanta საქართველოში პირველი ბრენდია, რომელმაც Viber აპლიკაციისთვის ანიმაციური სტიკერები გამოუშვა.
ციფრული ეპოქა მოითხოვს, რომ ყველაფერი სახალისო და მარტივი იყოს, ამიტომაც, სპეციალურად ქართველი თინეიჯერებისთვის 28 ანიმაციური სტიკერი შევქმენით. შემოქმედებით პროცესში ადგილობრივი ინსაითებით ვიხელმძღვანელეთ. სტიკერების შექმნისას, ისეთი ფრაზები ავირჩიეთ, რომელსაც ქართველი ახალგაზრდები ხშირად იყენებენ სკოლებში, უნივერსიტეტებში ან უბრალოდ მეგობრებთან საუბრისას.
მილენიალებს ყველაფრის გამარტივება უყვართ, ამიტომაც, ამ სტიკერებით, მათ შეეძლოთ, აზრი სახალისო ანიმაციებით გამოეხატათ.