fbpx

QUICK CONTACT

გახდი ჩემი ვალენტინი
გახდი ჩემი ვალენტინი

გახდი ჩემი ვალენტინი

UM -ის და ბეკოს გუნდებმა ერთობლივად იმუშავეს, რომ 2020 წლის ვალენტინობის დღე, წყვილებისთვის განსაკუთრებული და სიყვარულის ენერგიით დამუხტული ყოფილიყო, ამიტომაც მათ საჩუქრები გადასცეს.

11 და 14 თებერვლის ჩათვლით, ჩვენ შევქმენით კამპანია, რომელსაც ორი მიმართულება ჰქონდა:

1. ჩვენ გავაკეთეთ გრაფიკული ვიდეო, რათა ბრენდის მხრიდან, ვალენტინობის დღის ენერგია გადმოგვეცა. ამისთვის სიტყვები „მე შენ მიყვარხარ“ სხვადასხვა ენაზე გამოვიყენეთ. ამით შევქმენით განწყობა, რომ სიყვარულის გამოხატვას ენობრივი ბარიერი და ლიმიტი არ გააჩნია:
• ქართულად – მიყვარხარ; იტალიურად – Ti amo; ესპანურად – Te quiero; ჰოლანდიურად – Ik hou van jou; Greek – Σε αγαπώ; გერმანულად – Ich liebe dich; უკრაინულად – Я тебе люблю; თურქულად – Seni seviyoru
2. Facebook-ის კონკურსისთვის სამი პოსტერი შევქმენით, სადაც კოდირებულად დავშიფრეთ სიყვარულის თემატიკაზე არსებული პოპულარული ფილმებისა და სიმღერების სახელები. დასაშიფრად ემოჯები და ბეკოს ტექნიკა გამოვიყენეთ.

ამ კამპანიისგან პოზიტიური შედეგი მივიღეთ, ხალხი აქტიურად ჩაერთო კამპანიასა და კონკურსში. ასევე, ყველა წინასწარ განსაზღვრულ KPI შედეგს მივაღწიეთ, მივიღეთ თბილი მესიჯები და გამოვავლინეთ ბედნიერი გამარჯვებულები.