2021 წლის ზაფხულში , კოკა-კოლამ გლობალური კამპანია „Coke Summer & Music Uplift Breaks“ ჩაუშვა.
მთელი კამპანია მიზნად ისახავდა, რომ მსოფლიოში გაბატონებული პანდემიით დაღლილი მოსახლეობისთვის მუსიკის საშუალებით განწყობა აემაღლებინა და მეტი მოტივაცია მიეცა, კამპანიის სლოგანი იყო: „იპოვე შენი რიტმი“
ქვეყანაში კომუნიკაცია საინტერესო და კრეატიული ფორმით გავრცელდა. საქართველოში მუსიკა ძალიან უყვართ. სწორედ ეს გამოიყენა McCann Tbilisi-ს გუნდმა და ასე შექმნეს უნიკალური იდეა რომ მუსიკა დიდი დოზით ხელმისაწვდომი ყოფილიყო ქართული აუდიტორიისთვის.
მთელ საქართველოში გავრცელდა კოკა-კოლას ბრენდირებით შექმნილი სპეციალური QR კოდები, რომელსაც მომხმარებელი Spotify-ს შესაბამის ფლეილისტზე გადაჰყავდა.
QR კოდები, ვიზუალურად მიმზიდველი და მარტივად აღსაქმელი იყო, ხოლო მისი სმარტფონით დასკანერების შემდეგ, მომხმარებელი Spotify-ს ფლეილისტებზე გადადიოდა. ფლეილისტებში მუსიკა სხვადასხვა განწყობის, ცხოვრების სტილის და იდენტობის ადამიანებისთვის იყო შედგენილი და კონკრეტულ ადგილებს უკავშირდებოდა.
კოკა-კოლას არც ის საზოგადოება დავიწყებია, რომელიც იზოლირებული იყო ან სხვადასხვა მიზეზის გამო, სახლიდან იშვიათად გამოდიოდა. ამიტომაც, საყვარელი კერძების Wolt-ის მიტანის სერვისით შეკვეთისას, მომხმარებელს განსაკუთრებული ვიზუალის კოკა-კოლას მაგნიტური ბარათი გადაეცემოდა და მათ მიერ შეკვეთილი კერძისთვის შესაფერის ფლეილისტს შეიცავდა.
განწყობის ასამაღლებელი კამპანიის კულმინაცია, მუსიკალური ვიდეო იყო, რომელიც მთელი კომუნიკაციის განწყობას გადმოსცემდა. ვიდეო ბათუმის ულამაზეს ქუჩებშია გადაღებული და ცნობილი ქართველი ხელოვანების – ეკო დეისაძის და ვინდა ფოლიოს მუსიკით არის გაფორმებული.