fbpx

QUICK CONTACT

Ryanair
Ryanair

Ryanair

ქართველებს ძალიან უყვართ „ეროვნული“ შეჯიბრები სოციალურ მედიაში. სწორედ ასეთი გამოწვევა-კონკურსის დროს, მთელი ქვეყანა უკვე რამდენჯერმე გაერთიანდა.

2020 წლის თებერვალში, Ryanair-მა ინსტაგრამ სთორებში face-off კონკურსი მოაწყო. კონკურსის მიზანი 2020 წლის საუკეთესო ტურისტული ადგილის გამოვლენა იყო. ქართველი ერი კიდევ ერთხელ გაერთიანდა, იმის დასამტკიცებლად, რომ თბილისი ნამდვილად საუკეთესო ადგილია.

ყველას გასაკვირად, თბილისი საოცრად დაწინაურდა, 500000 ხმა დააგროვა და ისეთ ქალაქებს გადაუსწრო, როგორიც არის პარიზი, რომი, ბარსელონა და ა.შ.

UM Georgia,  Ryanair-ის მარკეტინგის გუნდს დაუკავშირდა და მათი სოციალური მედია მენეჯერი სტეფანი, თბილისში მოიწვია. კამპანიას მხარი დაუჭირა ტურიზმის ეროვნულმა სააგენტომ,  Rooms Hotel Georgia-მ და ტურისტულმა სააგენტო Travelfy-მ. ყველანი ერთად შევეცადეთ, რომ სტეფანისთვის დაუვიწყარი ვიზიტი მოგვეწყო და ნამდვილად დაგვერწმუნებინა, რომ თბილისი შესანიშნავი ადგილია ტურისტებისთვის. ამ ვიზიტის დროს, სტეფანმა მართლაც დაუვიწყარი გამოცდილება მიიღო,  დააგემოვნა და მოამზადა ქართული ეროვნული კერძები, ეწვია საქართველოში ცნობილ ღამის კლუბებს და ისიამოვნა თბილისის სახალისო აქტივობებით.

ვიზიტის დასასრულს, სტეფანთან ერთად, ჩვენმა გუნდმა  ვორკშოპი მოაწყო და სადაც განვიხილეთ და ვისაუბრეთ ამ კამპანიის სპეციფიკასა და დეტალებზე.