fbpx

QUICK CONTACT

Viber-ის სტიკერები
Viber-ის სტიკერები
Viber-ის სტიკერები

Viber-ის სტიკერები

კოკა-კოლას რეკლამების გარეშე საშობაო პერიოდი საკმაოდ მოსაწყენი იქნებოდა. ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, კოკა-კოლას რეკლამები საქართველოშიც ძალიან უყვართ.

2018 წლის შობას, UM-ის გუნდმა იმუშავა, რომ სპეციალურად კოკა-კოლას ქართველი მომხმარებლებისთვის Viber-ის სტიკერები შეექმნა და ამ მცირე ჟესტით, მომხმარებელს თავი დაფასებულად და ღირებულად ეგრძნო.

28 სტიკერი შეიქმნა, რომელიც მოიცავდა ადგილობრივ ხუმრობებს, სადღესასწაულო ფრაზებს, კოკა-კოლას საშობაო მისიას, ქართულ საკვებთან და პროდუქტთან დაკავშირებულ საახალწლო სიმბოლოებს.
სტიკერების ინტეგრაცია კოკა-კოლას გლობალურ კამპანიაში – #besanta – მოხდა. მომხმარებელს სტიკერების შეძენა Viber-ის სტიკერ მარკეტში (viber sticker market) უფასოდ შეეძლოთ. რამდენიმე დიდმა საინფორმაციო ვებ პორტალმა სტატიები გამოაქვეყნა Viber-ზე კოკა-კოლას ახალი სტიკერების შესახებ.

კამპანიის პერიოდი 2018 წლის დეკემბრიდან 2019 წლის თებერვალი იყო. კამპანიის დასასრულს, 65000 ინსტალაცია და მთლიანობაში 645000 კოკა-კოლას სტიკერის გაგზავნა დაფიქსირდა. შედეგების მიხედვით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ ქვეყნის მასშტაბით სტიკერები ვირუსულად გავრცელდა.