fbpx

სარეკლამო კომპანია UM Georgia აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედია მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია–მოვალეობები:

•  კლიენტებთან ყოველდღიური კომუნიკაცია

•  სოც მედია კამპანიის დაგეგმვა და მართვა/ადმინისტრირება

•  სოციალური მედია შეთავაზებების წარდგენა და პრეზენტაცია კლიენტთან

•  კრეატიული/ვიზუალური მასალის დამზადების პროცესში კრეატიულ გუნდთან მუშაობა

•  ვიზუალური/ვიდეო და სხვა ტიპის ციფრული კონტენტის მომზადების პროცესის მონიტორინგი / უზრუნველყოფა;

•  პერიოდული კონტენტ გეგმის კლიენტთან შეთანხმება;

•  ედვერთაიზინგი

•  კამპანიის შემდგომ რეპორტების მომზადება

•  მიმდინარე კამპანიების ოპტიმიზაცია

✓  ხარჯების ანალიზი და კორექტირება მიმდინარე კამპანიებზე საუკეთესო შედეგების მისაღებად;

✓  რეკლამის ტიპების/რაოდენობის განსაზღვრა კამპანიებისთვის საუკეთესო შედეგების მისაღწევად;

✓  დასრულებული კამპანიების ანალიზი და რეპორტინგი კლიენტთან/ხელმძღვანელთან.

ვაკანტურ პოზიციაზე საჭირო პიროვნული უნარები

✓ შემოქმედებითი აზროვნების უნარი

✓ ორგანიზებულობა და დროის მენეჯმენტის უნარები

✓ პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

✓ სწრაფი ათვისების უნარი

✓ დეტალებზე ორიენტირებული

განათლება
✓ ბაკალავრის ხარისხი აკრედიტებული უნივერსიტეტიდან (სასურველია მარკეტინგის მიმართულებით)

ვაკანსიაზე საჭირო სამუშაო გამოცდილება
✓ სარეკლამო ბიზნესში ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება

პოზიციისთვის საჭირო უცხო ენების ცოდნა
✓ ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.

 

დამატებითი ინფორმაცია:

ანაზღაურება: 900 – 1100 GEL (ხელზე ასაღები)

სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი

ვამაყობთ რომ UM გლობალის წევრები ვართ, რომელიც 2022 წლის საუკეთესო სამუშაო ადგილად დასახელდა

Წარმოგიდგენთ გლობალური მარკეტინგისა და სარეკლამო ახალი ამბების პორტალის AD AGE-ის საუკეთესო სამუშაო ადგილს 2022.
რა გამოარჩევს საუკეთესო სამუშაო ადგილს სხვებისგან?

Ad Age-ი „საუკეთესო სამუშაო ადგილი 2022“-ში გვაჩვენებს იმ კომპანიების ქულებით გადანაწილებულ ადგილებს, რომელთაც გასულ წელს გამორჩეულად იმუშავეს, როცა სარეკლამო ბიზნესი გამოცოცხლდა, თუმცა COVID-19-ი მაინც არსად წასულა.
რა გამოარჩევს საუკეთესოს სხვებისგან?

გამარჯვებულმა კომპანიებმა, სხვა სამუშაო ადგილებთან შედარებით, უპირატესობა კომპენსაციებისა და ბენეფიტების გარდა, კორპორაციული კულტურითა და ხელმძღვანელობითაც მოიპოვეს.

თანამშრომლებმა გამარჯვებულ კომპანიებს სხვადასხვა ასპექტების მიხედვით შესამჩნევად მაღალი შეფასება მიანიჭეს. ზოგიერთ სფეროში გამარჯვებულ და დამარცხებულ კომპანიების შორის მინიჭებული ქულები თითქმის თანაბარი იყო.

გამოვლინდა 50 გამარჯვებული – ტოპ კომპანიები 200-ზე მეტი თანამშრომლით და ტოპ კომპანიები 200-ზე ნაკლები თანამშრომლით. გამარჯვებულების გამოვლენა უმაღლესი საერთო ქულის საფუძველზე მოხდა. ქულები დაფუძნებულია თანამშრომლების მიერ შევსებული კითხვარების ანალიზზე, რომლებიც დამსაქმებლებმა წარადგინეს.
დამსაქმებლების მიერ წარმოდგენილმა კითხვარებმა, Ad Age-ის საუკეთესო სამუშაო ადგილებსა და სხვა კომპანიებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებები გამოავლინა. განსხვავებები ძირითადად ბენეფიტებს, დასაქმებას, სამუშაო და არა სამუშაო ცხოვრების ბალანსს ეფუძნება.

გამარჯვებულთა სიაში ჭარბობს ციფრული სააგენტოები, სარეკლამო ტექნოლოგიური საწარმოები და ჯანდაცვის სააგენტოები- წარმატებული დისციპლინები, რომელთაც თავი უნდა დაიმკვიდრონ მჭიდრო შრომით ბაზარზე, რათა შეინარჩუნონ და მოიწვიონ ის კადრები, რომლებიც ხელს შეუწყობენ მათ ზრდას.
Ad Age-ს პარტნიორობა გაუწია Best Companies Group-მა, რომელიც კვლევების

UM Global-ი გლობალური მედია ორგანიზაცია FORTUNE-ის ტოპ ათეულში მოხვდა, როგორც საუკეთესო სამუშაო ადგილი რეკლამისა და მარკეტინგის სფეროში

UM-ის თანამშრომლების კომენტარები:

Um-ი განსაკუთრებულად ზრუნავს თანამშრომლების ჯანმრთელობასა და კარგად ყოფნაზე. ძალიან კმაყოფილი ვარ იმ რესურსებით, რომლებსაც ბავშვის მოვლის/მშობლის სესიებზე გვთავაზობენ, მენტალურ ჯანმრთელობასა და მედიტაციაზე მიღებული რჩევებით და ასევე  ლიდერობის სემინარებით და მენტორობის შესაძლებლობებით. აქ შეგიძლია ბევრი რამ ისწავლო და შენი უნარები უფრო გააღრმაო, არა მხოლოდ პროფესიონალურად, არამედ ცხოვრების ყველა ასპექტში. ნამდვილად ვფიქრობ, რომ ამ სფეროში UM  ნამდვილი ლიდერია და სხვა კომპანიებთან შედარებით უამრავ შესაძლებლობას გვთავაზობს.